2025-10-10 15:47:34, 161 ნახვა
სამართალი/ შიგნით არ შეჭრილა, ეზოსთან იდგა - დაკავებისას სპეცრაზმელმა სახეში დაარტყა - ადვოკატი
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ამირან დოლიშვილის ადვოკატის, მარიამ შათირიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორბელიანების სასახლის ეზოსთან იმყოფებოდა და შიგნით არ შეჭრილა. ის ასევე ამბობს, რომ სპეცრაზმელმა დაკავების დროს დოლიშვილზე ფიზიკურად იძალადა. "ჩემი ინფორმაციით, ის შიგნით არ შეჭრილა. ის ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა ეზოს შესასვლელთან. ამირანი თავის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. იმ დროს სახლში მხოლოდ მისი არასრულწლოვანი, 12 წლის ძმა იმყოფებოდა. დაკავების დროს, ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ის ამბობს, რომ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა სახეში საკმაოდ მძიმედ დაარტყა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე მხოლოდ მისი ტელეფონია ამოღებული და სხვა დანარჩენს ვერ გეტყვით. მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ, შესაბამისად, არ ვიცი, რა ქმედებას შეიძლება ედავებოდნენ". - ამბობს ადვოკატი. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 46 პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |