2025-10-10 20:08:24, 174 ნახვა
სამართალი/ ათონელის სასახლესთან იყო მხოლოდ იმ მიზნით, რომ თუ ვინმეს დასჭირდებოდა, პირველადი დახმარება გაეწია, რაც გააკეთა" - ჩახუნაშვილის ადვოკატი
გიორგი ჩახუნაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ცნობით, დაკავებული ექიმი ათონელის სასახლესთან იმ მიზნოთ იმყოფებოდა, რომ თუ ვინმეს დასჭირდებოდა, მათთვის პირველადი დახმარება გაეწია, რაც გააკეთა. ადვოკატის განცხადებით, გიორგი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ ის საქართველოს ევროკავშირში ხედავს და "იდგება იმ აქციაზე, რომელიც იქნება პროევროპული". ამასთან უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ვერ ხედავენ ვერანაირ საფუძველს, რომ დაკავებული ექიმის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება გამოიყენონ, ამიტომ "აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას" მოითხოვენ.
აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ. დღეს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს საპატიმრო გირაოს გამოყენებით მიმართა. ასევე, დღეს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე თეთრხალათიანების აქცია დაანონსდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |