05:19 - 12 Oct, 2025
2025-10-10 20:12:19, 140 ნახვა

სამართალი/
ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი დაკითხვაზე დაიბარეს.

ამის შესახებ ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს.ჯანდეირის თქმით, სუს-ის გამომძიებლებს უთხრა, რომ თანახმაა გამოკითხვაზე, ოღონდ მაგისტრ მოსამართლესთან

18:55 წუთზე მოვიდნენ სუსის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე. ვუთხარი რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო.

უბარლოდ შოკში ვარ,- წერს ჯანდიერი.

ამ ამბავს წინ უძღოდა სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის მიერ ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც, დავით ჯანდიერი იყო შუამავალი გიორგი ბაჩიაშვილსა და პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს შორის არსებული სავარაუდო გარიგების. POSTV-ის გავრცელებული ინფორმაციით, დავით ჯანდიერი ამ საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებთანაც კონტაქტობდა.
POSTV-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მის პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობა უწოდა დავით ჯანდიერმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics