|
2025-11-25 10:49:25, 34469 ნახვა
High - Tech/ Apple-მა გადაწყვიტა, ინდოეთიდან რუსეთში iPhone-ის არალეგალური მიწოდება დაბლოკოს
Apple Inc. ამკაცრებს ინდოეთიდან სმარტფონების გადაზიდვებზე კონტროლს, რათა თავიდან აიცილოს მათი რეექსპორტი რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც კომპანია ოფიციალურად არ ოპერირებს. ინდური გამოცემა MoneyControl-ის ცნობით, ოფიციალურმა დისტრიბუტორებმა გააფრთხილეს ადგილობრივი საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები მაღალი ჯარიმების შესახებ, თუ iPhone-ები უცხოური SIM ბარათებით გააქტიურდება შეძენიდან 90 დღის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უახლეს 17 სერიის სმარტფონებს. გამყიდველებისთვის განკუთვნილ საინფორმაციო ბიულეტენში ნათქვამია, რომ თუ მოწყობილობების გამოყენება უცხოური SIM ბარათებით აღმოჩნდება, „თქვენი საცალო ვაჭრობის ობიექტი მაღალი ჯარიმის ქვეშ დადგება და მაღაზიის კოდი შესაძლოა დაიბლოკოს პოლიტიკის შესაბამისად“. Apple-მა შეწყვიტა თავისი მოწყობილობების ოფიციალური გაყიდვები რუსეთში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე, ამავდროულად შეზღუდა Apple Pay და სხვა სერვისები. კომპანიის რუსული ბაზრიდან ოფიციალური გასვლის მიუხედავად, ახალი iPhone მოდელები კვლავ შემოდის ქვეყანაში პარალელური იმპორტისა და კერძო მომწოდებლების მეშვეობით. MoneyControl-ის მონაცემებით, ინდოეთიდან iPhone-ის ექსპორტმა ოქტომბერში 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც სმარტფონების მთლიანი ექსპორტის თითქმის მესამედს და ელექტრონიკის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. გამოცემის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები არაოფიციალური გადაზიდვების წილს მთლიანი რაოდენობის 3-5%-ად აფასებენ, ამ მოწყობილობების თითქმის ნახევარი კი რუსეთისთვისაა განკუთვნილი. „ნაცრისფერი“ ექსპორტის სხვა ძირითადი მიმართულებებია აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, სადაც მოთხოვნა მაღალია და მოგების პოტენციალიც უფრო მაღალია.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

