|
2026-03-07 01:25:49, 18791 ნახვა
სპორტი/ 2014 წლის შემდეგ პირველად, რუსები პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საკუთარი დროშით გამოვიდნენ
2014 წლის შემდეგ პირველად, რუსები პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საკუთარი დროშით გამოვიდნენ. უკრაინამ ეს მკვეთრად გააკრიტიკა და ოფიციალური გახსნის ბოიკოტი გამოუცხადა გადაწყვიტა. მსგავსი გადაწყვეტილება კიდევ თოთხმეტმა ქვეყანამ მიიღო. საქართველს ხელისუფლებაში მყოფი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ამ გადაწყვეტილებას არ შეუერთდნენ. საქართველომ უარი თქვა 11 ქვეყნის ბოიკოტში მონაწილეობაზე და მონაწილეობას მიიღებს XIV ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში, რომელიც 6 მარტს იტალიის ქალაქ ვერონაში გაიმართება, განუცხადა რადიო „თავისუფალი ევროპის“/„რადიო თავისუფლების“ საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა. 19 თებერვალს, უკრაინის ეროვნულმა პარაოლიმპიურმა კომიტეტმა თავის ვებსაიტზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღშფოთება გამოთქვა საერთაშორისო კომიტეტის „ცინიკური გადაწყვეტილების“ გამო, რომელიც „მკვლელ ქვეყანას“ მისი დროშის აღმართვის საშუალებას აძლევდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

