|
2026-03-20 10:55:35, 2516 ნახვა
სამხედრო/ ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ
სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ. ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში მივიდნენ ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი. მოქალაქეები სამების ტაძარში ილია მეორისთვის პატივის მისაგებად მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდნენ. ტაძარში დღეს დილიდანაც პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველთა რიგია.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

