|
2026-03-28 16:08:38, 468 ნახვა
კომენტარი/ ქადაგიშვილი ამბობს, რომ ყველაზე მიიუტანენ შეტავას, ვისაც პატრიარქობის პერსპექტივა ექნება და თავად მორიგ ჯერზე აკეთებს ეკლესიის შესახებ განცხადებას
ყველაზე მიიტანენ შეტევას, ვისაც პატრიარქობის პერსპექტივა ექნება.- თქვა ოლიგარქ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ეკლესიაზე თავადვე მორიგი განცხადება გააკეთა. „სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში და ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იღვწოდნენ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, განხეთქილების შექმნისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ. ახლა, რა თქმა უნდა, ისინი ამ ბრძოლას გააგრძელებენ, მით უმეტეს, როცა ნახეს, რომ ქართველი ხალხის ასეთი მხარდაჭერა აქვს ეკლესიას და პატრიარქს. ასე რომ, ეს მათი თავდასხმა ეკლესიაზე გაგრძელდება. მიზანი არის ერთი, დააზიანონ მაქსიმალურად ავტორიტეტი. შედეგი რომ არ ექნება, თვითონაც იციან, მაგრამ თვითონ პროცესი რომ ნეგატივის ფონზე წარმართონ, მიაჩნიათ, რომ ეს უკვე გარკვეული შედეგია. ბუნებრივია, მეუფე შიოზე თავდასხმებიც ახლა გაძლიერდება, რადგან შეიძლება, ერთ-ერთი კანდიდატი იყოს პატრიარქობის ტახტზე. ყველაზე, ვისაც ასეთი პერსპექტივა ექნება, შეტევა იქნება მიტანილი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

