|
2026-03-30 11:03:31, 182 ნახვა
ეკონომიკა/ სემეკი დღეს გადაწყვეტს გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია
დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ელექტროენერგიის ტარიფს დაადგენს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. კომისიის სხდომის დღის წესრიგში განსახილველ საკითხებს შორის სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის" და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფების დადგენა შედის. ცნობისთვის, აქამდე სემეკის მიერ დროებით დადგენილი ტარიფები მოქმედებდა. მარეგულირებელ კომისიას დენის ტარიფი 2025 წლის დეკემბერში უნდა გადაეხედა. ელექტროენერგიის ტარიფებს ბოლოს სემეკმა 2023 წელს გადახედა. მაშინ არსებული ტარიფი როგორც ბიზნესისთვის ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 3 თეთრით შემცირდა. აქამდე 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი 15 თეთრი იყო, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის 19 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეტს ვინც მოიხმარს - 23.5 თეთრი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

