05:39 - 02 Apr, 2026
2026-04-01 09:19:29, 186 ნახვა

სამართალი/
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ აგენტების კანონზე, საია-ს და მედიის საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ ე.წ. (FARA) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და მედია ორგანიზაციების ერთობლივი საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო და სახელმწიფოს კითხვები გამოუგზავნა. (მომჩივნები: საია, ,,სტუდია მონიტორი” და ,,საქართველოს ამბები”).

 ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

საიას თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1-ელ აპრილს საია საზოგადოებას მეტ დეტალს მიაწვდიან საქმის არსის და ევროპული სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვების შესახებ.

„ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 1 აპრილს, მიიღეს კიდევ ერთი კანონი (FARA), რომელიც სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების, უფლებადამცველების შევიწროების იარაღად არის გამიზნული ქართულ რეალობაში.

მათ შორის, სწორედ ამ ცვლილებებმა დააინიციირა სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობა ამ კონტექსტში პირველად.

1 წლის თავზე სტრასბურგის სასამართლო ამ საქმის განხილვას იწყებს.

2026 წლის პირველ აპრილს, საზოგადოებას მივაწოდებთ მეტ დეტალს ამ საქმის არსის, და ევროპული სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვების შესახებ“, - წერს ონიანი.

ამ თემაზე, 1-ელ აპრილს, 11:00 საათზე, საიაში პრესკონფერენცია გაიმართება. მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის №15

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics