|
2026-04-01 15:25:50, 172 ნახვა
ეკონომიკა/ ბიზნესსუბიექტებს, რომლებმაც მონაცემები არ განაახლეს, რეგისტრაცია შეუჩერდათ - შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აფრთხილებს, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილს ამოიწურა ვადა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესსუბიექტებს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანათ. უწყების განმარტებით, იმ საწარმოებს, რომლებმაც დადგენილ ვადებში არ უზრუნველყვეს მონაცემების განახლება, საგადასახადო და საბაჟო ფორმალობებზე შეზღუდვები დაუწესდათ. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნება, რაც საწარმო კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას შეასრულებს. კერძოდ:
იმ შემთხვევაში, თუ მეწარმეებს დამატებითი კითხვები აქვთ რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით, უწყება მათ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე დაკავშირებას ურჩევს: ტელეფონი: 2 405 405. ელფოსტა: info@psh.gov.ge შეგახსენებთ, რომ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ძალაში 2022 წლიდან შევიდა, თუმცა არსებულ სუბიექტებს მონაცემების დასაზუსტებლად გარკვეული გარდამავალი პერიოდი ჰქონდათ მიცემული, რომელიც მიმდინარე წლის 1 აპრილს დასრულდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

