|
2026-04-01 17:26:08, 238 ნახვა
პოლიტიკა ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭო: კანონების მიღების მოტივაცია არის საეჭვო და გაუმჭვირვალე
ევროსაბჭოს ექსპერტებმა შეაფასეს "ქართული ოცნების" რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მისთვის მიუღებელი მოქალაქეების თუ ორგანიზაციების დევნის იარაღად აქცია. ექსპერტთა მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, გრანტებთან, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვისა თუ ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ლეგიტიმური მიზნები არ გააჩნია. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რადგან რეპრესიული კანონების ავტორები მისი მიღების აუცილებლობას ვერ ასაბუთებენ, ამიტომ მოტივაცია არის საეჭვო და გაუმჭვირვალე. ექსპერტთა საბჭოს მიერ მომზადებულ შეფასებაში ვკითხულობთ, რომ მიღებული ცვლილებებით დაწესებული შეზღუდვები გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ისევე როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით სარგებლობასა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე. საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „ოცნებამ“ მიღებული დრაკონული კანონები გააუქმოს - გამოქვეყნებული შეფასების მიხედვით, საქართველომ, ეს პასუხისმგებლობა, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ, უნდა აიღოს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

