|
2026-04-21 10:02:01, 12561 ნახვა
High - Tech/ ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს. Bloomberg-ის ცნობით, Apple-ის აპარატურული ინჟინერიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ჯონ ტერნუსი თავის თანამდებობას 2026 წლის 1 სექტემბერს დაიკავებს. კუკი საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდება. ტიმ კუკი Apple-ს 1998 წელს შეუერთდა, როგორც მსოფლიო ოპერაციების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. ის 2007 წელს დაინიშნა ოპერაციული დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2011 წლის იანვარში - აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2011 წლის 25 აგვისტოს, კუკი ოფიციალურად დაინიშნა Apple-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორად, თანამდებობიდან გადასული სტივ ჯობსის რეკომენდაციით. ის კომპანიას 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ დროის განმავლობაში, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ათჯერ გაიზარდა და კომპანია მსოფლიოს სამ უდიდეს კომპანიას შორის გახდა (Nvidia-სთან და Google-თან ერთად). ვინ არის ჯონ ტერნუსი? ჯონ ტერნუსი Apple-ში 2001 წელს დაიწყო მუშაობა და 2013 წელს აპარატურის ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პასუხისმგებელი იყო აპარატურაზე და ზედამხედველობდა ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა iPhone, iPad, Mac კომპიუტერები და AirPods. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა Mac-ების გადასვლა Intel-ის პროცესორებიდან საკუთარ Apple Silicon-ზე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

