|
2026-05-27 10:48:58, 983 ნახვა
ეკონომიკა/ „როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ,,ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება. შემდეგი სესია 28 მაისს, 20:00 საათზე, ,,ლოლიტაში’’ გაიმართება და ის აგრობიზნესის თემატიკას დაეთმობა. მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწვეული სპიკერები: ,,ტელაგრის“ დამფუძნებელი - ირაკლი ჩიქავა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე - ნინო ზამბახიძე და ,,აგროქიზიყის“ დამფუძნებელი - ბექა გონაშვილი, დამსწრე აუდიტორიას საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას გაუზიარებენ იმაზე, თუ როგორ უნდა წამოვიწყოთ აგრობიზნესი, რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ ამ გზაზე და სად უნდა მოვიძიოთ რესურსები აგროსაქმიანობის დასაწყებად. 28 მაისის შეხვედრაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა, ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანი სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესების და გამოწვევების წარმოჩენა და მათ საპასუხოდ, ბაზრის მოთამაშეების განსხვავებული ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარებაა. წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა), 

