|
2026-05-27 11:32:08, 1447 ნახვა
სამხედრო/ საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა გაიმართა. გამოფენები თბილისის გარდა, ქვეყნის კიდევ 20 მუნიციპალიტეტში გაიმართა. სამხედრო საგამოფენო სივრცეების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ ბათუმის, ქუთაისის, მცხეთის, რუსთავის, თელავის, გორის, ზუგდიდის, ფოთის, სამტრედიის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ახალციხეს, ახალქალაქის, მარნეულის, საჩხერეს, სენაკის, მარტვილის, აბაშას, წალენჯიხასა და ჩხოროწყუს ადგილობრივ მოსახლეობასაც. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საფრენმა აპარატებმა გადაიფრინეს. სადემონსტრაციო ფრენებში მონაწილეობა მიიღო 12-მა საფრენმა აპარატმა, მათ შორის: სატრანსპორტო მრავალფუნქციურმა შვეულმფრენმა UH-1H “იროკეზებმა”, საბრძოლო მოიერიშე შვეულმფრენებმა - MI-24 და საბრძოლო მოეიერიშე თვითმფრინავებმა - SU -25. თბილისში სამხედრო საგამოფენო სივრცე მოეწყო თავისუფლების მოედანზე, რომელსაც მოსახლეობა, შვილებთან ერთად, სტუმრობდა. მათ თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ეროვნული წარმოებისა და უცხოური ტექნიკის, მათ შორის, სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორის“ სერიის მრავალფუნქციური ჯავშანმანქანების, საავიაციო, საარტილერიო, ტანკსაწინააღმდეგო და საინჟინრო სისტემების, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღის, სამედიცინო და სამთო აღჭურვილობის გაცნობისა და დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედროები მოქალაქეებს გაესაუბრნენ და მათ შვილებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

