|
2026-05-28 10:02:44, 2530 ნახვა
სხვადასხვა/ CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
CNN-ის ანალიტიკოსების აზრით, საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან მოყოლებული, ტრამპმა გააფართოვა იმ ქვეყნების სია, რომელთა წინააღმდეგაც მან ძალის გამოყენება განიხილა ან მუქარა გააკეთა. სიაში ამჟამად 15 ქვეყანაა, რომელთაგან ყველაზე ბოლო ომანია. CNN-ის გამოთვლებით, ეს ნიშნავს, რომ თეორიულად, მსოფლიოში თერთმეტიდან ერთი ქვეყანა აშშ-ის სხვადასხვა ფორმის ზეწოლის ქვეშაა, ანუ დაახლოებით თერთმეტიდან ერთი ადამიანი ერთ სულ მოსახლეზე. ამერიკის აქტივობა, მათ შორის რიტორიკა და სამხედრო ოპერაციები, სავარაუდოდ, გავლენას ახდენს რამდენიმე კონტინენტზე მდებარე ქვეყნებზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს მოიცავს პირდაპირ დარტყმებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც ძალის გამოყენების შესაძლებლობას მოიცავს. კონკრეტულად არის ნახსენები ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგაც ძალის გამოყენება ან სამხედრო ზეწოლა განიხილება, მათ შორის კანადა, მექსიკა, კუბა, პანამა, დანია, კოლუმბია და ომანი. ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მ ამჟამად ჩაატარა ან ატარებს ოპერაციებს რიგ ქვეყნებში, მათ შორის ირანში, ერაყში, სირიაში, სომალიში, ნიგერიაში, იემენსა და ვენესუელაში. სტატიაში ექსპერტები ამ მიდგომას აღწერენ, როგორც „მართვადი არაპროგნოზირებადობის“ სტრატეგიის ნაწილს, რომლის დროსაც მკაცრი რიტორიკა გამოიყენება ოპონენტებზე ზეწოლის ინსტრუმენტად.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

