|
2026-05-30 21:47:22, 1769 ნახვა
მსოფლიო/ Bloomberg: ქუვეითში, საჰაერო ბაზაზე ირანის სავარაუდო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი დაიჭრა
Bloomberg-ის ცნობით, ქუვეითში, ალი ალ-სალემის საჰაერო ბაზაზე, სავარაუდოდ, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და კონტრაქტორი დაიჭრა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემამ Fateh-110 ბალისტიკური რაკეტა ჩაჭრა. Bloomberg-ის წყაროს ცნობით, დაზიანებები მსუბუქი იყო და რაკეტის ჩაჭრის შემდეგ ჩამოვარდნილი ნამსხვრევებით იყო გამოწვეული. ასევე, სერიოზული ზიანი მიადგა ბაზაზე განთავსებულ ორ MQ-9 Reaper დრონს. ალი ალ-სალემის საჰაერო ბაზას რეგიონში ამერიკული ძალები იყენებენ. ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან და გამოაცხადა, რომ აპირებდა „საბოლოო გადაწყვეტილების“ მიღებას ირანის წინადადებაზე შესაძლო 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. Bloomberg-ის ცნობით, განსახილველი ინიციატივა ითვალისწინებს დროებით ცეცხლის შეწყვეტას, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლებას და შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებას, მათ შორის ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების საკითხს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

