|
2026-06-02 12:08:45, 236 ნახვა
სამართალი/ პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრო, ბრალდებულის 2 მეგობარი, თუმცა ორივე მათგანმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული დაფარა. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 236-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

