|
2026-06-02 12:13:29, 390 ნახვა
საზოგადოება/ შრომის ინსპექციის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს, სამუშაო ადგილზე 32 ადამიანი გარდაიცვალა
შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წელს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად ჯამში 32 ადამიანი დაიღუპა და 179 დაშავდა. მონაცემების მიხედვით, აღსანიშნავია რომ ფატალური შემთხვევები ყველაზე ხშირად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება - დაღუპულია 21 ადამიანი. დაღუპულებიდან ყველა მამაკაცი იყო. დაშავებულთა შორის აღირიცხა 137 კაცი და 42 ქალი. სამუშაო სივრცეში მომხდარი 179 არაფატალური შემთხვევიდან 107 საშუალო სიმძიმის კატეგორიას მიეკუთვნება (32 ქალი და 75 კაცი), რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ისეთ დაზიანებას, რომელმაც შრომისუნარიანობის დაკარგვა 3-დან 40 დღემდე ვადით გამოიწვია. დანარჩენი 72 შემთხვევა (10 ქალი და 62 კაცი) კი მძიმე დაზიანებად კლასიფიცირდა(ეს სტატუსი მიენიჭება ისეთ შემთხვევებს, რომლებიც იწვევს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას ან შრომისუუნარობის 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით დაკარგვას). ამასთან, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ერთი უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც ერთ კონკრეტულ ორგანიზაციაში ოთხი დასაქმებული დაიღუპა, ხოლო ერთი თანამშრომელი მძიმედ დაშავდა
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

