|
2026-06-02 19:13:40, 614 ნახვა
პოლიტიკა საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადავიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიმდინარე წლის მარტიდან, პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში/ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა. როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში, ლეონიძის ქუჩის #3-ში, სადაც საგარეო უწყება 2023 წელს გადავიდა, მხოლოდ საკონსულო და ადმინისტრაციული დეპარტამენტები დარჩა. ინფორმაცია BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმაც დაუდასტურა, მაგრამ საგარეო უწყების პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელიც თავად ავლაბრის რეზიდენციიდან მუშაობს, საკითხს მეორე დღეა არკვევს. აღსანიშნავია, რომ 27 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სწორედ ავლაბრის რეზიდენციაში მიიღო. ცნობისთვის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 225 მლნ ლარია. თანამშრომელთა რიცხოვნობა - 738. შრომის ანაზღაურებისთვის კი 22 მლნ ლარია გათვალისწინებული. მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლე უფუნქციოდ დარჩა. "პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია ხალხის საკუთრება უნდა გახდეს", - ამბობდა გიორგი მარგველაშვილი 2013 წელს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. არჩევის შემდეგ, მეოთხე პრეზიდენტს, გარკვეული პერიოდი, კაბინეტი მთავრობის ადმინისტრაციაში ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობა დაეძაბა, ავლაბრის რეზიდენციაში შევიდა. 2019 წელს, "ქართული ოცნების" მთავრობამ აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისათვის ახალი ფუნქცია განსაზღვრა - სახელმწიფო ცერემონიების სასახლე და პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიება იმართებოდა, მათ შორის - ამბასადორიალები.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

