|
2026-06-03 12:15:03, 346 ნახვა
სამართალი/ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს - ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, დილის საათებში ბრალდებულებმა თანხის დაუფლების მიზნით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და შეეცადნენ მასში არსებულ ფულს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება სხვადასხვა მტკიცებულებით, მათ შორის სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერით. საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

