|
2026-06-04 00:36:41, 515 ნახვა
მსოფლიო/ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: ტრამპი თურქეთში ნატოს სამიტს დაესწრება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივლისში თურქეთში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება. როიტერის ციტირების თანახმად, მან ეს განცხადება წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენისას გააკეთა. „შეერთებული შტატები ნატოს ალიანსის წევრად რჩება და ჩვენ თურქეთში ვიქნებით ყველა ამ საკითხის განსახილველად. პრეზიდენტი პირადად მიიღებს მონაწილეობას ნატოს შემდეგ სამიტში, სადაც ყველა ეს საკითხი გაირკვევა“, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მედიის ცნობით, თურქეთი გეგმავს თავისი დედაქალაქის „ციხესიმაგრედ“ გადაქცევას, რომელიც დაცული იქნება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებითა და გამანადგურებლებით, მომავალ თვეში ნატოს სამიტამდე. ოთხშაბათს, 3 ივნისს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა ნატოს სამიტზე მის მიერ ხელმძღვანელობით დელეგაციით იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამ თვის ბოლოს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს, რათა ივლისში ნატოს სამიტზე ტრამპთან ურთიერთობების გაუმჯობესების გეგმა შეიმუშაოს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

