|
2026-06-04 10:39:01, 93 ნახვა
სამართალი/ კახეთში 14 წლის მოზარდი ამტკიცებს რომ საკუთარი მანა 6 წელია აუპატიურებს
კახეთში, ოჯახური ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ 35 წლის კაცს, არასრულწლოვანი შვილი შესაძლო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ავცელებს. მათივე გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის კვალიფიკაციისა და ბრალის ზუსტი ფორმულირების დასადგენად, 14 წლის გოგონა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. მოზარდის მტკიცებით, ბიოლოგიური მამა 6 წელია მასზე ძალადობს. არასრულწლოვანმა კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა. მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კაცი ცოლზე ძალადობისა და მისი ტანსაცმლის დაწვის ფაქტზე აიყვანეს. ინფორმაცია ოჯახური კონფლიქტის თაობაზე სამართალდამცავებს სწორედ ქალმა მიაწოდა, მაშინ, როცა მამაკაცი, ნათესავთან სტუმრად მყოფი შვილის სახლში ძალით დაბრუნებითა და მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდა. 14 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სასჯელს იხდის მისი ნათესავი მამაკაციც. თავად მამის მიმართაც არსებობდა წარსულში მსგავსი შინაარსის ბრალდება მისივე ნათესავის მხრიდან, თუმცა კონკრეტული დანაშაული არ დადასტურდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდმა საკუთარი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დედასა და ბებიას მიაწოდა, ფაქტის დასადასტურებლად სოფელში ოჯახის წევრების გამოკითხვას ითხოვენ. მამაკაცი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ეპიზოდზე კი სამართალდამცავები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. საქმეში ჩართული არიან ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი, ასევე განიხილება მისი სპეციალიზებულ სერვისში გადაყვანის საკითხი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

