|
2026-06-04 11:00:46, 77 ნახვა
მსოფლიო/ კონგრესში მიიღეს რეზოლუცია ირანთან კონფლიქტში ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვაზე
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს მიიღო რეზოლუცია ირანში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვის შესახებ. CNN-ის თანახმად, ეს ამ კონფლიქტში ტრამპის მოქმედებების სერიოზული გაკიცხვაა. დემოკრატიული პარტია რამდენჯერმე შეეცადა, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში, კენჭისყრა გაემართა ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვის შესახებ. მიმომხილველთა აზრით, ეს კამპანია უკანასკნელი კვირების განმავლობაში ძალას იკრებს და ტრამპის რესპუბლიკური პარტიის რიგებშიც. წარმომადგენელთა პალატის მიერ ოთხშაბათს მიღებული რეზოლუცია კონგრესის ორივე პალატამ უნდა მოიწონოს, მაგრამ ის პრეზიდენტს არ გადაეგზავნება ხელმოსაწერად. კენჭისყრაში მას მხარი დაუჭირა 215-მა წარმომადგენელმა, 208 წინააღმდეგი იყო. მხარდამჭერთა შორის იყო ოთხი რესპუბლიკელიც. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა გააკრიტიკა რეზოლუციის მხარდამჭერები და თქვა, რომ ამ ვითარებაში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს, მსგავსი ინიციატივები ასუსტებს აშშ-ის პოზიციებს მოლაპარაკებებში. „ამჟამად პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესშია და ჩვენ მას საამისოდ მოქმედების თავისუფლება უნდა მივანიჭოთ. ვფიქრობ, ომთან მიმართებაში უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუციის მიღება უკიდურესად შეუფერებელ დროს ხდება, ის ძალიან ნეგატიურია და ქვეყნისთვის სახიფათოა“, თქვა ჯონსონმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

