|
2026-06-04 12:06:42, 85 ნახვა
პოლიტიკა კობახიძე რუბიოს განცხადებაზე - საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს
საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, უმძიმეს რამეს ითხოვდა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია საქართველოსგან, რასაც შემდეგ მოჰყვა ზეწოლა, შანტაჟი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით. „ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ რას იტყვის სახელმწიფო მდივანი საქართველოს შესახებ ამ ოპოზიციისთვის საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმდენად არის დისკრედიტირებული, იმდენადაა დასუსტებული ოპოზიცია, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას სახელმწიფო მდივნის მიმართ, ამერიკული ადმინისტრაციის მიმართ, ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. აქედან გამომდინარე, ოპტიმიზმით ვუყურებთ ყველა გზავნილს, მათ შორის, იმ გზავნილებს, რომლებიც მოვისმინეთ უშუალოდ საქართველოში ვიზიტის დროს. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება საქართველოსა და აშშ-ს შორის. დანარჩენი დამოკიდებულია შემდგომ მოლაპარაკებებზე. მიდგომები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ეს მიდგომები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. თუ რაიმე გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100 %-ით. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან. საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან. საქართველო, სწორედ, ღირსებას იცავდა, როდესაც პირდაპირ უმძიმეს რამეს ითხოვდნენ ჩვენგან და ჩვენ ღირსების დაცვის საფუძველზე მოვახერხეთ, უმძიმესი რისკები აგვეცილებინა თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის. უმძიმეს რამეს ითხოვდა წინა ადმინისტრაცია ჩვენგან და ამას მოჰყვა შემდეგ ზეწოლა, წნეხი, შანტაჟი და ათასი უბედურება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით,"- აღნიშნა კობახიძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

