|
2026-06-04 13:54:27, 91 ნახვა
„პერსეპოლისის“ ავტორი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფრანგ-ირანელი მწერალი, ილუსტრატორი და გრაფიკული რომანების ავტორი მარჯან სატრაპი, რომელიც ყველაზე მეტად ნაწარმოებით „პერსეპოლისი“ არის ცნობილი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, სატრაპი „სევდამ იმსხვერპლა“ - მეუღლის, შვედი პროდიუსერის, მსახიობისა და სცენარისტის, მატიას რიპას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ. რიპა 2025 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა. მარჯან სატრაპი ირანის თეოკრატიული ხელისუფლების აქტიური კრიტიკოსი იყო. ის საფრანგეთში 1994 წელს გადავიდა, ხოლო 2006 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, „პერსეპოლისი“, ავტორის ბავშვობასა და ახალგაზრდობას აღწერს თეირანში, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, და მოგვითხრობს ევროპაში ემიგრაციაში წასვლის შესახებ. წიგნის მიხედვით მოგვიანებით ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმიც შეიქმნა. გასულ წელს სატრაპიმ უარი თქვა საფრანგეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე და ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ირანის მიმართ პოლიტიკისა და სავიზო შეზღუდვების კრიტიკით ახსნა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

