2022-04-15 14:36:39, 7245 ნახვა
კულტურა/ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით “ტრადიციულმა“ წარმოება 150%-ით გაზარდა
„საქართველოს ბანკი“ მეღვინეობის სექტორისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი „ტრადიციული“ ახალ საექსპორტო ბაზრებს ითვისებს. კომპანია ღვინისა და სხვა ტრადიციული სპირტიანი სასმელების წარმოებას სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში ახორციელებს. „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილი 406 800 ლარის მოცულობის ინვესტიციით საწარმო აქტიურად ავითარებს საქმიანობას და ზრდის წარმოებას. „ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავხვეწოთ პროდუქცია, რათა მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლური სასმელი შევთავაზოთ. ამას ერთის მხრივ, წარმოებაში ადგილობრივი, მაღალი ხარისხის ყურძნის გამოყენებით ვუზრუნველვყოფთ, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ბანკთან პარტნიორობა გვიხსნის წვდომას საჭირო რესურსზე. ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ავზების შესანახი ცისტერნების, გადასამუშავებელი დანადგარების და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენას მოვახმარეთ. მიღებული ინვესტიციის საფუძველზე კი შევძელით, წარმოების და გადამუშავების 150%-ით ზრდა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, ახალი საექსპორტო ბაზრები აგვეთვისებინა“ , - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, ბორის აბაკელია. უკვე რამდენიმე წელია, „ტრადიციული“ წარმატებით ახორციელებს იაპონიაში საფერავის, ქისის, რქაწითელის, ხიხვისა და სხვა დასახელების ალკოჰოლური სასმლის რეალიზაციას. მალე კომპანიის პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია. ვრცლად, ბანკის ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-03-06 18:08:36 ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა ევროპელ ლიდერებს მტკიცე მხარდაჭერისთვის, მადლიერი ვართ, რომ მარტო არ ვართ 2025-03-06 15:51:26 ტიმოშენკო და პოროშენკო ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ომის დასრულებამდე არჩევნების შესაძლებლობას გამორიცხავენ 2025-03-06 13:42:25 ვოლოდიმირ ზელენსკი - კრივი-რიჰის სასტუმროში, რომელსაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის უცხოელი მოხალისეები იყვნენ განთავსებული 2025-03-05 20:15:53 რამდენ ხანს შეძლებენ უკრაინის ჯარები რუსეთს წინააღმდეგობის გაწევა აშშ-ს დახმარების გარეშე: NYT ასახელებს ვადებს 2025-03-05 20:18:05 ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
![]() |