2025-03-06 13:42:25, 189 ნახვა
კორონავირუსი/ ვოლოდიმირ ზელენსკი - კრივი-რიჰის სასტუმროში, რომელსაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის უცხოელი მოხალისეები იყვნენ განთავსებული
ქალაქ კრივი-რიჰის სასტუმროში, რომელსაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე უცხოელი მოხალისეების ჯგუფი განთავსდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე სასტუმროში განთავსდნენ ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მოხალისეები - უკრაინის, შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. "სამწუხაროდ, ამ დარტყმას ოთხი ადამიანი შეეწირა. ჯამში 30-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა", - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, თავდასხმის ადგილზე მუშაობას ყველა შესაბამისი სამსახური აგრძელებს. „იმისთვის, რომ ეს ომი და ტერორი შეჩერდეს, რუსეთზე ზეწოლის დაპაუზება არ შეიძლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-03-06 18:08:36 ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა ევროპელ ლიდერებს მტკიცე მხარდაჭერისთვის, მადლიერი ვართ, რომ მარტო არ ვართ 2025-03-06 15:51:26 ტიმოშენკო და პოროშენკო ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ომის დასრულებამდე არჩევნების შესაძლებლობას გამორიცხავენ 2025-03-06 13:42:25 ვოლოდიმირ ზელენსკი - კრივი-რიჰის სასტუმროში, რომელსაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის უცხოელი მოხალისეები იყვნენ განთავსებული 2025-03-05 20:15:53 რამდენ ხანს შეძლებენ უკრაინის ჯარები რუსეთს წინააღმდეგობის გაწევა აშშ-ს დახმარების გარეშე: NYT ასახელებს ვადებს 2025-03-05 20:18:05 ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
![]() |