23:58 - 11 Oct, 2025
2025-01-24 17:48:25, 382 ნახვა

სამართალი/
თბილისში მოკლული 26 წლის ახალგაზრდა სიღნაღის სოფელ ნუკრიანიდან იყო

თბილისში მოკლული 26 წლის ლევან ჯანგულაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანიდან იყო. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ის ბოლო წლებში დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა.

ჯანგულაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 12 იანვარს გავრცელდა. მისი კვალი სწორედ იმ დღეს დაიკარგა. ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სოციალურ ქსელებში მიმართეს საზოგადოებას და დახმარება ითხოვეს. დაკარგულს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა.

გამოძიებით გაირკვა, რომ ჯანგულაშვილი კონფლიქტის შედეგად მოკლეს, მშენებარე კორპუსიდან გადმოაგდეს და შემდეგ ცხედარს კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი წაუკიდეს.

მკვლელობის ფაქტზე 22 წლის ახალგაზრდა დაკავებულია. პროკურატურამ მას უკვე წარუდგინა ბრალი, რომელიც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცხედრის პოვნისა და დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics