2025-10-08 13:34:47, 144 ნახვა
პოლიტიკა 2025 წლის 9 თვეში ჟურნალისტებზე ძალადობის და დაშინების 180-ზე მეტი შემთხვევა იყო
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, 2025 წლის პირველ 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ნახევარზე მეტი - ბოლო 5 თვეში. "მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საგანგაშო ტენდენდციასთან ერთად, სახიფათო პრაქტიკის სახე შეიძინა ქართული ოცნების მხრიდან სასამართლო სისტემისა და სამართალდამცველი ორგანოების პარტიული ინტერესების შესაბამისად ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებამ. ეს ყველაზე თვალსაჩინოდ და ნათლად ვლინდება ჟურნალისტების გახშირებულ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში, მანდატურების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაში და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობაში. 2025 წელს, ტენდენციის სახე ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის სასამართლო პროცესების გადაღებისას სხვადასხვა ტიპის დაბრკოლების შექმნასა და ჟურნალისტების სასამართლო დარბაზებიდან გაძევებას, რაც საბოლოოდ პროცესების ვიდეო და ფოტოგადაღებების სრული აკრძალვით დაგვირგვინდა. აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეაფერხა და გაართულა სასამართლოებში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება და ისედაც დახურული სისტემა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ჩაკეტილი გახადა. მიმდინარე წელი საგანგაშო იყო დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების თვალსაზრისითაც, რითაც ისედაც მწირი ფინანსური და ტექნიკური რესურსების მქონე მედიის საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა, რიგ შემთხვევებში კი - შეუძლებელიც გახადა". - წერს ორგანიზაცა. მათივე შეფასებით, 2025 წელი დრამატულად რთული იყო რეგიონული მედიისთვისაც. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ინფორმაციით, ფინანსური სირთულეების გამო, მიმდინარე წელს, 21 რეგიონული მაუწყებლიდან ყოველდღიურ ახალ ამბებს ვეღარ აწარმოებს 17. მათ შორის, წლის დასაწყისში, მრავალწლიანი ოპერირების შემდეგ, მაუწყებლობა სრულად შეაჩერეს ტელეკომპანიებმა - ბორჯომმა და TV 25-მა (აჭარა), ასევე ახალციხის ტელევიზია მეცხრე არხი ახალციხემ. ამასთან, მფლობელებს შორის უთანხმოების შედეგად, 2025 წლის თებერვალში ჯერ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, მაისში კი სრულად დაიხურა მთავარი არხი. მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ძალადობის მხოლოდ ბოლო 5 თვეში გამოვლენილი შემთხვევების ნაწილი, TI-ის მიხედვით:მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმა და ძალადობა
მმართველი გუნდისა და პროსამთავრობო მედიის თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე 2025 წელს
ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება ივნისში, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო ქართული ოცნების დეპუტატების საჩივრების საფუძველზე, სასამართლომ 3 000-4 000 ლარის ოდენობის თანხმებით დააჯარიმა 6 ჟურნალისტი:
ამასთან, ივნისში, ე.წ. გზის გადაკეტვის საბაბით, 5 000 ლარით მეორედ დააჯარიმეს, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ანამარია გელიტაშვილი, რომელიც საპროტესტო აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. იმავე საბაბით, ასევე 5 000 ლარით დაჯარიმდა ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირიც. მაისშიი, ასევე გზის გადაკეტვისთვის დააჯარიმეს ჟურნალისტი, ნათია გოგსაძე და პუბლიკას ჟურნალისტი, მარიამ ქვაშბაია. ამასთან, შსს-მ არ დააკმაყოფილა გამოცემა აპრილის რედაქტორის, ხატია ღოღობერიძისა და OC მედიას დამფუძნებლის, მარიამ ნიკურაძის საჩივრები და ძალაში დატოვა მათთვის იმავე საფუძვლით გამოწერილი 5 000-5 000-ლარიანი ჯარიმები. ამასთან, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ერთ-ერთი სინდისის პატიმრისსასამართლო სხდომაზე სკამზე უნებართვოდ დაჯდომისთვის 200 ლარით დააჯარიმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი. მოგვიანებით, თარხნიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმა სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა საზოგადოებრივ მაუწყებელში ონლაინ პლატფორმა მაყურებლის მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოქმედი მენეჯმენტის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი 30-მდე თანამშრომელი გაუშვეს. ასევე, დახურეს ერთ-ერთი ყველაზე სახალხო გადაცემა რეალური სივრცე, რომელიც საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს მიმოიხილავდა და ტრიბუნას განსხვავებული შეხედულებების რესპონდენტებს უთმობდა. უცხოელი ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 2025 წელს გაგრძელდა იმ უცხოელი ჟურნალისტებისს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მავნე პრაქტიკა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. 29 სექტემბერს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს იტალიელ ჟურნალისტს, ჯაკომო ფერარას. 3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ასევე არ შემოუშვეს ფრანგი ფოტოგრაფი ჰიშამ ელ ბოუჰმიდი. ივნისში, ქვეყანაში აგრეთვე არ შემოუშვეს ფრანგი ჟურნალისტი, მარილიზ ვინიო. მაისში, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს დამოუკიდებელ ბრიტანელ ჟურნალისტს, ვილ ნილს, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა. საგულისხმოა, რომ ამგვარი სია გაცილებით ფართოა და მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა სამომავლო ვიზიტებისას მსგავსი შეფერხებების პრევენციის მიზნით, ინფორმაციის გახმაურებისგან თავს იკავებს და ამბავს მხოლოდ ვიწრო ჟურნალისტურ წრეებში ყვება. მთლიანობაში, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დევნის მავნე პრაქტიკა ქართული ოცნების იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი სივრცის მოსუფთავება და გაქრობაა. თუმცა, უამრავი სირთულის, გამოწვევისა და არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების მიუხედავად, რომელთა მიზანიც დამოუკიდებელი მედიის საბოლოო გაჩუმებაა, ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, ქართული კრიტიკული მედია მყარად იბრძვის ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ,მწირი რესურსების პირობებშიც კი, კვლავ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას და პროსამთავრობო ტელევიზიების პროპაგანდისტული საინფორმაციო ველის დაბალანსებას". - წერს TI.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |