2025-04-24 12:41:53, 541 ნახვა
პოლიტიკა გიორგი ბარამიძე - „ქართული ოცნების“ კრიმინალური რეჟიმი ჩვენი პარტიის საქმეებში ხელებს აფათურებს
„ქართული ოცნების“ კრიმინალური რეჟიმი ჩვენი პარტიის საქმეებში ხელებს აფათურებს... ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გაანადგურებენ, რადგან ეს არის იდეა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და ჩვენმა გუნდმა შექმნა გამთლიანებული, ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოსთვის. - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ ბარამიძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის პარტიაში საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის და „ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებას, რასაც ბარამიძის თქმით, ვერ მიაღწევენ. “პარტიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. ჩვენ კონცენტრირებული ვიქნებით „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის რეფორმის განხორციელებაზე. ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ „ქართული ოცნების“ კრიმინალური რეჟიმი ჩვენი პარტიის საქმეებში ხელებს აფათურებს. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ივანიშვილმა ის კი არ გამოაცხადა, რომ შეასრულებდა დანაპირებს, არამედ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება არის მისი ამოცანა. ამიტომაც, არავის გაუკვირდება, რომ ისინი ჩვენი პარტიის განადგურებას ცდილობენ. ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გაანადგურებენ, რადგან ეს არის იდეა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და ჩვენმა გუნდმა შექმნა გამთლიანებული, ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოსთვის. ამ იდეას ემსახურება ჩვენი პარტია.“- განაცხადა მან. რაც შეეხება პარტიისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მხარდამჭერების მონაწილეობას, ბარამიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული იდეა პარტიას მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შესაძლებლობა ექნებათ ჩართულები იყვნენ პარტიისთვის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. „როდესაც ეს სისტემა დაინერგება, ყველა ძირითად გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავითვალისწინებთ მხარდამჭერების აზრს იმ მეთოდის საშუალებით, რაც შემოგვთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ჩვენი პარტიის წესდების მიხედვით, დაწესება საწევრო და ამ გზით მხარდამჭერები დაეხმარებიან პარტიას. ისინი დარეგისტრირდებიან აპლიკაციაში და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში მიიღებენ მონაწილეობას. სისტემის ჩაშვებას დასჭირდება რამდენიმე თვე“,- განაცხადა ბარამიძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-30 15:59:12 უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა 2025-04-30 15:50:11 უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს 2025-04-30 13:24:43 მარკო რუბიო - დროა, მოსკოვმა და კიევმა ომის დასასრულებლად კონკრეტული წინადადებები წარადგინონ 2025-04-30 11:07:06 ხარკოვსა და დნიპროზე რუსულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 46 2025-04-30 10:27:24 Reuters - უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები დაახლოებით 4700 სამხედროს შეადგენს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |