2025-04-30 11:07:06, 55 ნახვა
კორონავირუსი/ ხარკოვსა და დნიპროზე რუსულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 46
რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქებში, ხარკოვსა და დნიპროში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 46-მდე დაშავდა. ხარკოვის გუბერნატორის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ქალაქზე განხორციელებულმა შეტევამ სულ მცირე 45 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი და ორსული ქალი დააზინა. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, ქალაქზე 16 დარტყმა განხორციელდა. "დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, კერძო სახლები, სამედიცინო დაწესებულება და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა". - აღნიშნა ტერეხოვმა უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთ დრონმა საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართული დააზიანა. დნიპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი ლისაკის განცხადებით, დნიპროში 53 წლის კაცი დაიღუპა და დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. მისი თქმით, დნიპროში თავდასხმამ ხანძრები გამოიწვია. "დნიპროსთვის რთული ღამე იყო". - წერს ლისაკი ტელეგრამზე. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ 9 დრონის ჩამოგდება მოახერხა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-30 15:59:12 უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა 2025-04-30 15:50:11 უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს 2025-04-30 13:24:43 მარკო რუბიო - დროა, მოსკოვმა და კიევმა ომის დასასრულებლად კონკრეტული წინადადებები წარადგინონ 2025-04-30 11:07:06 ხარკოვსა და დნიპროზე რუსულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 46 2025-04-30 10:27:24 Reuters - უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები დაახლოებით 4700 სამხედროს შეადგენს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |