2025-04-24 14:01:52, 550 ნახვა
პოლიტიკა კახა კალაძე - ქვეყანაში ადამიანის უფლებები ისეა დაცული, როგორც არასდროს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებები ისეა დაცული, როგორც არასდროს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი პოლიტიკური მოსაზრება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და ისინი ამისთვის არ იდევნებიან. კახა კალაძის განცხადებით, დღეს ბიზნესიც ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს ყოფილა. „ჩატარდა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც აღიარა ეუთო/ოდირმა, ქართველმა ხალხმა. აღიარა ორგანიზაციამ, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა. ქვეყანაში ადამიანის უფლებები ისე არის დაცული, როგორც არასდროს. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი პოლიტიკური მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ამისთვის არ იდევნებიან. დღეს ბიზნესი არის ისეთი თავისუფალი, როგორც არასდროს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებაც კი არ შეიძლება იმ პერიოდთან, როდესაც ოჯახებს აუბედურებდნენ, პირდაპირ კლავდნენ, აწამებდნენ, ართმევდნენ და ბიზნესს „აჩმორებდნენ“, სხვათა შორის, ამას „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ. დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს-საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებას. ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, ვისაც თუნდაც ჩვენზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი, გაუხსნეს მოლაპარაკებები, ყველანაირი თვალსაზრისით გაცილებით წინ ვართ, თუმცა ზოგიერთი გაზულუქებული, კორუმპირებული ევროპელი ბიუროკრატების გაკეთებული განცხადებები, გადადგმული ნაბიჯები ცდება იმ რეალობას, რაც ქვეყანაში გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-16 00:08:19 სტამბოლში დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები 16 მაისისთვის გადაიდო. 2025-05-15 19:11:31 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთად, ეს ჩვენი მიწაა 2025-05-15 18:55:07 ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებზე დელეგაციას თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით აგზავნის 2025-05-15 10:55:18 უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შეუტიეს 2025-05-14 11:51:36 რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ 145 დრონით შეუტიეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |