19:16 - 29 Apr, 2025
2025-04-28 18:42:01, 264 ნახვა

კორონავირუსი/
ანდრეი სიბიგა - თუ რუსეთს მშვიდობა ნამდვილად სურს, ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს

თუ რუსეთს მშვიდობა ნამდვილად სურს, ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას.

„რატომ უნდა დაველოდოთ 8 მაისს? თუ ცეცხლის შეწყვეტა ახლაც შეიძლება და ნებისმიერ დროს 30 დღის განმავლობაში - მაშინ ეს რეალურია და არა მხოლოდ აღლუმისთვის. უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს ხანგრძლივ, მყარ და სრულ ცეცხლის შეწყვეტას, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

ცნობისთვის, კრემლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამი დღით, 8-10 მაისს იმოქმედებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics