2025-05-05 09:48:57, 57 ნახვა
მსოფლიო/ კონგრესის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარი“ აქტს კენჭს დღეს უყრის
დღეს, 5 მაისს, უყრიან კენჭს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებულ MEGOBARI აქტს - ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაფოღლუ, რომელიც ვაშინგტონში სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მუშაობს, სოციალურ ქსელ X-ში წერს. MEGOBARI აქტი რუსული კანონის დამტკიცების გამო „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში საკანონმდებლო ინიციატივებია წარდგენილი, რომლებითაც სენატორები და წარმომადგენელთა პალატის წევრები ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას მხარდაჭერას უცხადებენ. მმართველი გუნდის წევრებს კი დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ ქმედებებზე პასუხისმგებელობის დასაკისრებლად შეზღუდვებს უწესებენ. კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც კონგრესის ქვედა პალატაში „მეგობარი აქტი“ წარადგინა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამერიკელი კანონმდებლების რეაგირების უმთავრესი მიზანი ისაა, რომ ქართველ ხალხს სიტყვის თავისუფლება და საერთოდ, თავისუფლად ცხოვრების საშუალება ჰქონდეს. Fox News წერს, რომ MEGOBARI აქტი მოითხოვს სავიზო შეზღუდვების დაწესების დაუყოვნებლივ განხილვას საკვანძო პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ვინც არიან პასუხისმგებელი პარლამენტში რუსული კანონის ადვოკატირების, მიღებისა და პოტენციურად მის ამოქმედებაში. გამოცემის ცნობით, კანონპროექტი ეხება ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისა და მთავრობის წევრების სანქცირებას, ისევე როგორც ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის და სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებისთვის შეზღუდვების დაწესებას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისი ამოქმედებიდან 60 დღეში სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გამოავლინოს საკვანძო ფიგურები საქართველოს მთავრობაში ან მუშაობენ მისთვის ან/და მთავრობის ქმედებებზე აქვთ გავლენა და ატარებენ პასუხისმგებლობას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაზე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-05 14:42:43 ალექსანდრ სირსკი - კურსკის ოპერაციამ მიზნების უმეტესობას მიაღწია 2025-05-05 11:10:18 რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა 2025-05-05 11:04:31 უკრაინის საბრძოლო დრონებმა მოსკოვზე იერიში მიიტანეს 2025-05-05 10:46:14 ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირმა, შესაძლოა, უკრაინის დახმარებას გააორმაგოს 2025-05-04 23:45:54 უკრაინა ისრაელისგან „პატრიოტის“ სისტემას მიიღებს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |