12:00 - 10 May, 2025
2025-05-09 19:52:12, 84 ნახვა

კორონავირუსი/
კიევი 10 მაისს ე.წ. მსურველთა კოალიციის ლიდერთა შეხვედრას უმასპინძლებს

უკრაინა ხვალ ე.წ. მსურველთა კოალიციის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ გვჭირდება ეს კოალიცია და ის საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რათა ჩვენი საერთო ხედვის შესაბამისად უზრუნველყოს უსაფრთხოება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინა მოკავშირეებისგან უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს ითხოვს, რათა დაიცვას ქვეყანა რუსეთის ნებისმიერი სამომავლო სამხედრო აგრესიისგან. კოალიცია შესაძლო გარანტიების ფარგლებში უკრაინაში შეზღუდული უცხოური კონტინგენტის განლაგების შესაძლებლობას განიხილავს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics