2025-05-12 17:03:04, 46 ნახვა
კორონავირუსი/ ანდრეი სიბიგა - რუსები სრულიად უგულებელყოფენ 12 მაისიდან ცეცხლის სრული და მდგრადი შეწყვეტის შეთავაზებას
მოსკოვი ხელიდან უშვებს კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ ბოლო მოუღოს მკვლელობებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის ერთადერთი მიზანი ომის გახანგრძლივებაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ონლაინ ფორმატში დაესწრო. მისი თქმით, რუსები სრულიად უგულებელყოფენ 12 მაისიდან ცეცხლის სრული და მდგრადი შეწყვეტის შეთავაზებას და ფრონტის ხაზის გასწვრივ უკრაინული პოზიციების შეტევას აგრძელებენ. „უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, ყველა ღონეს ხმარობს ომის დასასრულებლად და დიპლომატიისთვის შანსის მისაცემად. პრეზიდენტი ზელენსკი პუტინთან პირადად შეხვედრის შეთავაზებითაც კი გამოვიდა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ ყოფილა. ჩვენ განვიხილეთ შესაძლო ნაბიჯები, მათ შორის რუსეთის საბანკო, ცენტრალური ბანკისა და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ სანქციები, უკრაინისთვის თავდაცვის ახალი დახმარების პაკეტებთან ერთად. პუტინმა უნდა გაიგოს სამშვიდობო მცდელობების უარყოფისა და ომის გაგრძელების შედეგები”, - აღნიშნა სიბიგამ. მისი თქმით, შეხვედრაზე შემდგომ ნაბიჯებზე, კონტაქტებსა და ძალისხმევაზე შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, დღეს ლონდონში ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც უკრაინის საკითხი განიხილეს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-12 20:17:02 უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-სთან მინერალების შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა 2025-05-12 17:03:04 ანდრეი სიბიგა - რუსები სრულიად უგულებელყოფენ 12 მაისიდან ცეცხლის სრული და მდგრადი შეწყვეტის შეთავაზებას 2025-05-12 12:17:17 რუსებმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტიეს - დაზარალდა ოთხი ოლქი 2025-05-12 09:45:32 პესკოვი - რუსეთი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების იდეას არ ეთანხმება 2025-05-11 13:00:04 რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |