2025-06-09 12:56:24, 765 ნახვა
საზოგადოება/ მარნეულისა და ჰუჯაბის მეუფე - არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, რომელმაც გუშინ ამბიონიდან მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ისაუბრა, აცხადებს, რომ პროკურატურასა და პოლიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს. როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, ის ჩვენების მიცემას არ გეგმავს. ამასთან, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ მონაზონი, რომელიც, მისი თქმით, ლიკვიდაციის შემკვეთებს ჰყავდათ გადაბირებული, ახლა ეპარქიაში აღარ იმყოფება. „მე დამიკავშირდა პროკურატურა, მაგრამ მე პირადად ჩემს კონსტიტუციურ უფლებას ვიყენებ, როგორც სასულიერო პირი. მე ამ ეტაპზე ასე ვთვლი, არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან. მე ვამბობ უარს და ვმოქმედებ საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში. რაც შეეხება მონაზონს, ჩემთან არ იმყოფება ის მონაზონი“, - განაცხადა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა. ცნობისთვის, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მკვლელობას ამზადებდა. როგორც ჯამდელიანმა ქადაგების დროს განმარტა, უშიშროების უწყების წარმომადგენელს ეპარქიის მონაზონი ჰყავდა გადაბირებული. სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-07-15 09:42:05 გერმანია აშშ-სგან უკრაინისთვის ორ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს 2025-07-14 10:29:52 ტრამპი მოსკოვამდე მიღწევად რაკეტების უკრაინაში გადაცემის შესახებ განაცხადებს - Axios: 2025-07-12 13:41:51 უკრაინის შეიარაღებული ძალები გერმანიისგან დაფინანსებულ შორი მოქმედების რაკეტებს ივლისის ბოლომდე მიიღებს 2025-07-12 11:04:39 ზელენსკი- აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აღადგენს 2025-07-11 11:59:31 რუსეთის მიერ ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად დაზიანდა სამშობიარო ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრების და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიმართვა ოცნებას
მთავარი თემა
![]() |