00:23 - 13 Jul, 2025
2025-07-12 13:41:51, 89 ნახვა

კორონავირუსი/
უკრაინის შეიარაღებული ძალები გერმანიისგან დაფინანსებულ შორი მოქმედების რაკეტებს ივლისის ბოლომდე მიიღებს

უკრაინის სამხედრო ძალები გერმანიის დაფინანსებით წარმოებული, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო სამიზნეების მისაღწევად შესაძლებლობის მქონე შორი მოქმედების რაკეტების პირველ პარტიას მიიღებენ. პირველი მიწოდება ამ თვის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი, განაცხადა ბუნდესვერის გენერალ-მაიორმა კრისტიან ფროიდინგმა ZDF-თან ინტერვიუში.

უკრაინის შეიარაღებული ძალები რაკეტებით აღიჭურვება გერმანიის მიერ უკრაინულ სამხედრო ინდუსტრიის კომპანიებსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის ინიცირებული შეთანხმების ფარგლებში. ის კიევში 11 ივლისს გაფორმდა. გერმანიის მთავრობამ ასევე აიღო წარმოების დაფინანსება, აღნიშნა ფროიდინგმა, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, რომელიც კოორდინაციას უწევს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო დახმარებას.

პირველი მიწოდების შემდეგ, „საუბარი იქნება უკრაინის მიერ წარმოებული რაკეტების დიდ, სამნიშნა რაოდენობაზე“. ეს „მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს მომდევნო კვირებსა და თვეებში“, - ხაზგასმით აღნიშნა გენერალმა. „ჩვენ გვჭირდება შეიარაღების სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა და საწყობებზე, სამეთაურო პუნქტებზე, აეროდრომებსა და თვითმფრინავებზე თავდასხმა“, - დასძინა მან.

არ არის დაკონკრეტებული, რა ტიპის რაკეტებს აწარმოებენ უკრაინული საწარმოები. თუმცა, Bild-ის ცნობით, ამ იარაღის მოქმედების რადიუსი 2,5 ათასი კმ იქნება, რაც მათ საშუალებას მისცემს, მიაღწიონ მოსკოვს, სანქტ-პეტერბურგს, ასევე არქტიკული წრის მიღმა არსებულ სამხედრო ობიექტებს.

მაისის ბოლოს, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა შორი მოქმედების რაკეტების ერთობლივად წარმოებაზე. შეთანხმება გერმანიის დაფინანსებით უკრაინის ტერიტორიაზე წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. მერცმა იმ დროს აღნიშნა, რომ ამ რაკეტებს დიაპაზონის შეზღუდვა არ ექნებათ. როგორც Politico იტყობინება, პროექტი ბერლინის 5 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტით დაფინანსდება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics