2025-06-10 10:10:33, 510 ნახვა
პოლიტიკა შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი; ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი; "შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შსს ავრცელებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე 2025-06-11 13:21:29 ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში ჩადის 2025-06-11 09:23:00 რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი და 60 - დაშავდა 2025-06-10 19:26:36 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
მთავარი თემა
![]() |