11:30 - 12 Jun, 2025
2025-06-10 19:26:36, 503 ნახვა

კორონავირუსი/
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. კერძოდ, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან დაიბრუნა მძიმედ დაჭრილები და ჯანმრთელობის მქონე პირები.

„ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაბრუნებას, რაც სტამბულში იყო შეთანხმებული. დღეს მძიმედ დაავადებული და დაჭრილი ჯარისკაცების რუსული ტყვეობიდან დაბრუნების პირველი ეტაპია. ყველა მათგანი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ეს არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული აქტი. გაცვლა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვიპოვოთ და დავიბრუნოთ თითოეული მათგანი, ვინც ტყვეობაშია. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში.

ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები. შტაბში აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე გათავისუფლებული პირების ზუსტ რაოდენობას გაცვლის პროცესის დასრულების შემდეგ გამოაცხადებენ.

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა გუშინაც შედგა, რის შედეგადაც უკრაინამ დაიბრუნა 25 წლამდე ასაკის სამხედროების პირველი ჯგუფი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics