11:52 - 12 Jun, 2025
2025-06-10 16:39:23, 526 ნახვა

კორონავირუსი/
კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქების ტალღამ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დააზიანა

კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქების ტალღამ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ამის შესახებ კულტურის მინისტრი ნიკოლაი ტოჩიცკი ავრცელებს ინფორმაციას.

„ღამით მტერმა ისევ დაარტყა ჩვენი იდენტობის გულს. დაზიანდა სოფიას ტაძარი კიევში – სიწმინდე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს. აფეთქების ტალღამ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის მთავარი აფსიდის კარნიზის ნგრევა გამოიწვია. ეს მე-11 საუკუნის ტაძარი მთელი უკრაინის სულია“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

ტაძრის მდგომარეობის შესწავლა და ფიქსაცია სპეციალისტებმა და საგამოძიებო-ოპერატიულმა ჯგუფმა ჩაატარეს. კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ აფეთქებების შედეგად გამოწვეულმა ნებისმიერმა ვიბრაციამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ძეგლის კონსტრუქციის მთლიანობას.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ღამით დარტყმა განხორციელდა ოდესის კინოსტუდიაზეც, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძველესი კინემატოგრაფიული ცენტრია. მთლიანად განადგურდა ერთ-ერთი ფილმის დეკორაციები. დაცვის ოპერატიული მოქმედებებით ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა. იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics