21:27 - 04 Sep, 2025
2025-08-19 19:02:09, 1056 ნახვა

ეკონომიკა/
როგორ შეგიძლია შეიძინო City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათი

დაბადების დღის, წვეულების ან სხვა განსაკუთრებული დღის აღსანიშნად საჩუქრის არჩევა ადვილი საქმე არაა. არაერთ საათს ვატარებთ საუკეთესო ნივთის ძიებაში და ზოგჯერ დარწმუნებულიც არ ვართ, ნამდვილად მოეწონება იგი ადრესატს თუ არა. ამიტომ, საქართველოს ბანკი პრაქტიკულ გადაწყვეტილებას გთავაზობთ, რომელიც საჩუქრის შერჩევას მაქსიმალურად ამარტივებს - ესაა City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათი, რომლის შეძენა და ადრესატთან გაგზავნა სრულად დისტანციურად, მობილბანკის დახმარებითაა შესაძლებელი.

მარტივი არჩევანი

თუ აქამდე მობილბანკში კონკრეტული მაღაზიების ციფრული სასაჩუქრე ბარათები იყო ხელმისაწვდომი, ახლა მომხმარებელს კიდევ უფრო დიდი არჩევანი აქვს და შეუძლია ამ ბარათით City Mall-ის პარტნიორ ნებისმიერ მაღაზიაში იშოპინგოს.

ციფრული გამოცდილება

City Mall-ის სასაჩუქრე ბარათის გასაგზავნად მობილბანკიდან მხოლოდ ტელეფონის ნომრის მითითებაა საჭირო. რაც მთავარია, არ აქვს მნიშვნელობა, სარგებლობს თუ არა მიმღები საქართველოს ბანკის მობილბანკით - სასაჩუქრე ბარათით სარგებლობა მას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია. ბარათზე ინფორმაციას კი იგი SMS-ის სახით მიიღებს.

გარდა ამისა, გამგზავნს ბარათის პერსონალიზებაც შეუძლია:

  • სასურველი დიზაინის შერჩევით;
  • მისალოცი ტექსტის დამატებით;

გადახდა Wallet-დან

შეძენილი ბარათის დამატება ციფრულ საფულეშია შესაძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრესატს საჩუქრის გამოსაყენებლად არ სჭირდება პლასტიკური ბარათი, ქაღალდის ვაუჩერი ან სხვა რამ - გადახდა მარტივად, მობილურის დახმარებითაა შესაძლებელი.

როგორ შეგიძლია გაგზავნო City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათი?

  1. გადმოწერე საქართველოს ბანკის მობილბანკი;
  2. ეწვიე სასაჩუქრე ბარათების განყოფილებას;
  3. აირჩიე City Mall-ის ბარათი;
  4. მიუთითე ადრესატის ტელეფონის ნომერი;
  5. სურვილისამებრ, შეარჩიე დიზაინი და მისალოცი ტექსტი;
  6. გააგზავნე და გაუზიარე საყვარელ ადამიანს შოპინგის საუკეთესო გამოცდილება.



ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics