21:27 - 04 Sep, 2025
2025-09-02 18:33:36, 400 ნახვა

რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება

დღეს, 2 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილეს. დასკვნა თანაგუნდელებს კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გააცნო. მისი თქმით, დასკვნა 460-გვერდიანია.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც წულუკიანმა ისაუბრა, 2008 წლის აგვისტოს ომია. ერთმნიშვნელოვნად იკითხება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება საქართველოს ბრალია. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია სადაც ღალატის აქტი აშკარად ჩაიწერა. 

როგორც წულუკიანმა განაცხადა, კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს.

წულუკიანის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ფაქტები და ინფორმაცია ცხადყოფს, რომ პოლიტიკური თანამდებობის ორმა კონკრეტულმა პირმა: თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, „რომელთაც არავითარი სამხედრო განათლება და გამოცდილება არ გააჩნდათ“, 2008 წლის 6 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, უარყვეს პროფესიონალი სამხედრო პირების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამხედრო, ოპერატიულ, დაზვერვით და სხვა სახის მოსამზადებელ სამუშაოებს ეფუძნებოდა.

„სამხედრო პირთა მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ სამოქმედო გეგმაში, პოლიტიკოსების მიერ შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილობა და ამ ცვლილებების შესაბამისად განხორციელებული ქმედებები მრავალ კითხვას აჩენს და საჭიროებს თავდაცვის სისტემის წარმომადგენელთა მიერ დამატებით ანალიზს, რაც როგორც გენერალ მამია ბალახაძის ახსნა-განმარტებიდანაც გამოირკვა, დღემდე არ განხორციელებულა.

საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან: გენერალი გოგავა, გენერალი ყურაშვილი, გენერალი ბალახაძე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილე შალვა ჯანაშვილი, სამხედრო ექიმი ლაშა ქოიავა და სხვები, ამ პირთა ახსნა-განმარტებების შედეგად, ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს.

ამასთან, საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ ზემოხსენებული პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ძირითად მიმართულებაზე, ანუ ცხინვალზე, როგორც ისინი უწოდებდნენ, სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა არა თავდაცვის შეიარაღებულ ძალებს, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია.

გენერალ მამია ბალახაძის თქმით, ვინაიდან ძირითად მიმართულებაზე ამოცანის შესასრულებლად ორი სხვადასხვა სისტემის დანაყოფები დაიძრნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც წამყვანი და პასუხისმგებელი და თავდაცვის სამინისტრო, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დამხმარე, ასეთ პირობებში, გაურკვეველი დარჩა ვინ იძლეოდა ბრძანებებს, შინაგან საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტრო. გეგმის განხორციელებაში, მისი თქმით, ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩართულნი აღმოჩნდნენ ისეთი შენაერთები და პირები, რომლებსაც ცოდნა და მომზადება სრულიად განსხვავებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰქონდათ მიღებული და თუნდაც ერთობლივი სწავლებების გზით თავსებადობის არავითარი ტესტი წინასწარ გავლილი არ ჰქონდათ.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ მისცა საშუალება ემოქმედათ პროფესიონალურად, ვინაიდან ის, სხვებს შორის, აყოვნებდა დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოქმედების დაწყებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო კომისიამ გამოჰკითხა სანაკოევი, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ის დაიბარა 2008 წლის 7 აგვისტოს 17:00 საათზე, თავისთან და უთხრა, არ იყო გამორიცხული, რომ იმ საღამოს ის ანუ მიხეილ სააკაშვილი ცხინვალზე შეტევას დაიწყებდა. ამაზე სანაკოევმა უპასუხა: „ეს იყო ის, რასაც რუსები ელოდნენ“. სააკაშვილმა ის დაამშვიდა და უთხრა, რომ „ყველაფერი შეთანხმებული იყო“, – განაცხადა წულუკიანმა.

დასკვნაში ასევე წერია, რომ „ვარდების რევოლუცია“ სინამდვილეში სახელმწიფო გადატრიალება იყო და მეორე პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, გადადგომის შესახებ განცხადებაც კი არა აქვს დაწერილი.

„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები, რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ… ჩემი სურვილი იქნებოდა, საქართველოს განათლების სამინისტრომ ეს დასკვნა განიხილოს.საქართველოს ისტორიის წიგნებში, სასწავლო წიგნებს ვგულისხმობ, ალბათ უნდა გადაისინჯოს 2004-2012 წლების პერიოდი როგორ არის მიტანილი ახალგაზრდებამდე“, - თქვა თეა წულუკიანმა.

დროებითმა კომისიამ მუშაობა დაიწყო 2025 წლის თებერვალში. ჩაატარა 46 სხდომა, რომელთა ფარგლებშიც გამოიკითხა 139 ადამიანი.

“საქართველო გამართლდა ჰააგასა და სტრასბურგში, რაც პუტინმა ვერ აიტანა და მისი დავალებით შეიქმნა ღალატის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი. როგორც მამამისს საბჭოთა პერიოდში გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენი საქართველოს მოქალაქეებისთვის, დღეს წულუკიანს სურს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს ქართულ სახელმწიფოს.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

 “ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით უსამართლობის ბუდედ ქცეულ სასამართლოში, სადაც მოსამართლედ წოდებულმა პოლიტიკურმა მონამ - მჭედლიშვილმა პატიმრობის განაჩენი გამოუტანა 8 ახალგაზრდა ადამიანს და პარალელურად საქართველოს პარლამენტის შენობას დაპატრონებული მანქურთები პირდაპირ ეთერში საქართველოს აყურებინებდნენ ღალატის ქრონიკას. თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა არა ერთი ან ორი პირისთვის, ან რომელიმე პოლიტიკური პირისთვის ან პარტიისთვის, არამედ მეორე თაობის ჯალათს, თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

საქართველო გამართლდა ჰააგაში, ისევე როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და ეს გამამართლებელი განაჩენი ვერ აიტანა ვლადიმერ პუტინმა და სწორედ ვლადიმერ პუტინის დავალებით შეიქმნა ღალატის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი. დიახ, ეს ღალატის კომისია სწორედ ვლადიმერ პუტინის დავალებით შეიქმნა და თეა წულუკიანი, როგორც თეა წულუკიანის მამას გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენი საქართველოს მოქალაქეებისთვის საბჭოთა დროს, დღეს თეა წულუკიანს სურდა გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღეს კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ქვეყანას დაეპატრონა ყველაზე ანტიქართული, ანტიეროვნული კრიმინალთა ბანდა, რომელიც პუტინის დავალებით ცდილობს გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია, დააბრალოს ომი საქართველოს, საქართველოს ეროვნული გმირები ანტიგმირებად გამოაცხადოს და საბოლოოდ ქვეყანა წაიყვანოს რუსეთის მთავარ ამოცანამდე - ქართული სახელმწიფოს ტოტალური განადგურება, რუსეთზე დამონება და ტერიტორიული დანაწევრება. ამ ღალატისთვის ემზადება სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმი და ეს ღალატის ქრონიკა ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა დავასრულოთ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იდგა, დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე ისევე, როგორც იდგა 2008 წელს, როდესაც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა მტერს, დღესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას არ ჩააბარებს მტერს ამ მოღალატე რეჟიმის სახით, რასაც ივანიშვილის რუს-ქოცური რეჟიმი ჰქვია, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით, ჩვენი კონსოლიდაციით, პროტესტით, შეუგუებლობით უნდა დავასრულოთ ეს ღალატის ქრონიკა, რომელიც ჩვენ დღეს ღალატის კომისიის დასკვნის გამოცხადებისას საქართველოს პარლამენტის შენობაში ვიხილეთ, რომელიც უნდა იყოს ხალხის ლეგიტიმაციის წყარო, მაგრამ დღეს იქცა ღალატის ბასტიონად, სადაც ცდილობენ ქართული სახელმწიფოს დასამარებას.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ეს კვირა საქართველოს ისტორიაში "შავი კვირის" სახელით შევა" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც მის Facebook-გვერდზე ვრცელდება. 

პოლიტიკოსი წერილში სინდისის პატიმრების განაჩენზე, თეა წულუკიანის კომისიის დასკვნაზე, გიორგი გახარიას ინტერვიუზე და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებაზე წერს. 

ეს კვირა საქართველოს ისტორიაში „შავი კვირის“ სახელით შევა. მოკლედ უვე მომხდარ რამდენიმე საკითხზე:

  • ვუსმინე გახარიას ინტერვიუს დიანა ტრაპაიძესთან. ვერაფრით ვერ ვიგებ, ამ კაცს ქოცები რატომ ერჩიან. არაფრით არ განსხვავდებიან. ყველაზე მძიმე მაინც ათას ტყუილში გამორჩეული ერთი სიმართლეა: პარლამენტში შესვლას აპირებს და ამიტომაც შეინარჩუნა იმტავითვე ეს შესაძლებლობა და სია არ ჩახსნა, როგორც დანარჩენმა სამმა სუბიექტმა ვქენით.
  • დღევანდელ პატიმრობებზე: შერჩევითი მართლმსაჯულება გამიგია, მაგრამ სასჯელების ლოტოტრონით ჩამორიგება ქოცური სიახლეა. ასე უსჯიან / გადაუკვალიფიცირებენ /ატავისუფლებენ პატიმრებს. ტყუილად ეძებთ რაიმე ლოგიკას. საკუთარ ამომრჩეველს ელაპარაკება ბიძინა ამ განაჩენებით. ფეხებზე კიდია პატიმარიც, მისი ოჯახიც და საზოგადოებაც, სამართალიც და სამართლიანობაც.
  • წულუკიანის დასკვნა სამუდამო პატიმრობის მისჯაა საქართველოსთვის. ტრადიციულ საბჭოთა სტილში შესრულებული ჯალათი 2.0 advanced edition. თუმცა, პროპაგანდისთვის მსუყე საკვები კი იქნება უდაოდ. 
  • დასკვნა: ჭადრაკის თამაშის არც დროა და არც ვითარება. როცა მოწინააღმდეგე საჭადრაკო დაფიდან ყველა ფიგურას გაცლის და წესების დაცვა მხოლოდ შენ გევალება, იმ პარტიას ვერ მოიგებ. დაფა უნდა აუყირავო და სახეში შეაზილო, სასურველია, წინასწარგანზრახულობების საჯარო დეკლამაციის გარეშე. 

უდრეკად, ხისტად და სწორხაზოვნად - ამგვარი მოქმედების ეფექტურობის მჯერა. და კიდევ კონსოლიდაციის. ხაზის აღმასვლის, დაშლის და კამათის ნაცვლად. ოღონდ, „ყველა“-ს როცა ვამბობთ, აჯაფსანდალს არ უნდა ვგულისხმობდეთ. გახარიას მაგალითზე მორიგ ჯერზე დასტურდება, რომ ნახევრად ქოცი არ არსებობს. ქოცი ქოცია, მარად მოქმედი და მარად უკვდავი და ამ ქოცებთან წინასაარჩევნოდ აღთქმადადებული და ფიცვერცხლ ნაჭამი ლელო რას ამბობს პარლამენტში ძმადნაფიცის მოსალოდნელ შესვლაზე? ესეც არ გამოიწვევს ნორმალიზაციის და ლეგიტიმურობის დეფიციტის შევსების რისკებსო?  2 დღე დარჩა სიების წარდგენამდე და ნუ წარადგენენ ამ სიებს. ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას „არჩევნებში“.  თავიც გადაირჩინონ და პროცესსაც არგონ, გაერთიანებული ოპოზიციის რიგები შეავსონ და არა ნახევარქოცების. რადგან, როგორც ზემოთ დავწერე, ნახევარ-ქოცები არ არსებობენ. ქოცო ქოცია. 

NGO ების, ფონდების, მალე პარტიების ლიდერების გამოკითხვაზე დაბარება და სახელმწიფო გადატრიალების ფანტაზმაგორია დიდხანს არ გვალოდინებს. მალე შედგება პედესტალზე მდინარაძე. იგნორი და დაცინვაა მაგის წამალი და ეგ უნდა შევაგებოთ ერთად . 

ოლიგარქია უნდა დაემხოს!" - წერს ნიკა გვარამია. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics