21:22 - 04 Sep, 2025
2025-08-25 12:40:52, 368 ნახვა

ეკონომიკა/
საქართველოდან საზამთროს ექსპორტი 600%-ზე მეტად გაიზარდა - მთავარი ბაზარი რუსეთია

2025 წლის 7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 727.2 ათასი აშშ დოლარის 1 641.2 ტონა საზამთრო გავიდა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის ექსპორტი მკვეთრად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, როდესაც 7 თვეში მხოლოდ 94.6 ათასი დოლარის 329.7 ტონა საზამთრო გავიდა ექსპორტზე. შესაბამისად, წლის ჭრილში ღირებულებით გამოსახულებაში ექსპორტის 668%-იანი ზრდა ფიქსირდება, მოცულობა კი 398%-ით არის მომატებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ერთადერთი საექსპორტო ბაზარი სომხეთი იყო. წელს ამ პოზიციაზე რუსეთია, სადაც მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარი გავიდა.

იანვარ-ივლისში, საზამთროს საექსპორტო ბაზრები ასეთია:

  • რუსეთი - $455.5 ათასის 847.3 ტონა;
  • სომხეთი - $233.4 ათასის 686.3 ტონა;
  • ბელარუსი - $23.8 ათასის 86.3 ტონა;
  • რუმინეთი - $14.6 ათასის 21.3 ტონა.

ამასთან, წლევანდელი მონაცემებით, რუსეთში საზამთროს ექსპორტი ბოლო 4 წლის რეკორდზეა. რუსეთში საზამთროს ექსპორტის წინა წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 2021 წელი - $650.9 ათასის 1 259.3 ტონა;
  • 2022 წელი - ექსპორტი არ ფიქსირდება;
  • 2023 წელი - $11.9 ათასის 22 ტონა;
  • 2024 წელი - ექსპორტი არ ფიქსირდება.



ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics