2025-08-27 14:48:36, 263 ნახვა
ეკონომიკა/ გრადუსებით გაზომილი ქეშბექი - VELI.store-ზე თიბისი განაწილებით შოპინგისთვის საუკეთესო ამინდია
თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე ორიენტირებულობაა, ამიტომ განაწილების გუნდმა, VELI.store-თან ერთად, ზაფხულის ბოლო, ყველაზე ცხელ დღეებში, მომხმარებლებს ყველაზე განსხვავებული და ცხელი შეთავაზება მოუმზადა. 29-30 აგვისტოს, თიბისი განაწილებით VELI.store-ზე შოპინგისას, იმდენ პროცენტიან ქეშბექს დაიბრუნებთ (მაქსიმუმ 100 ლარი), რამდენი გრადუსი ტემპერატურაც იმ მომენტში თბილისში დაფიქსირდება. ცხოვრების გასამარტივებლად და ტემპერატურის სწრაფად დასადგენად, გრადუსის მაჩვენებელი VELI.store -ის ვებგვერდზე დახვდებათ, საიდანაც მარტივად ადევნებთ თვალს, სიცხესთან ერთად როგორ იზრდება თქვენი ქეშბექის პროცენტულობა. თბილისში არსებული ტემპერატურა VELI.store-ის ვებგვერდზე საათში ერთხელ განახლდება და მხოლოდ ამ საზომზე დაფიქსირებული გრადუსებით მოხდება ქეშბექის ოდენობის დადგენა. გრადუსების შეთავაზება VELI.store -ზე იმოქმედებს, თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ნივთის თიბისი განაწილებით შეძენისას. მთავარია, გადახდილი თანხის ოდენობა იყოს მინიმუმ 100 ლარი. დაბრუნებული ქეშბექი კი, ერთგული ლარების ანგარიშზე 3 სექტემბრამდე აგესახებათ. ქეშბექის დაბრუნებასთან ერთად, პროდუქტის საფასურს არა ერთიანად, არამედ 4 თვეზე გადანაწილებით გადაიხდით. რაც მთავარია, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით. ასე რომ, ზუსტად იმდენს, რამდენიც ნივთი ღირს. “განაწილება” თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა. ისარგებლე ზაფხულის ბოლო ცხელი დღეებით და მიიღე ქეშბექი გრადუსების მიხედვით! რაც უფრო დაცხება შენი სასურველი პროდუქტიც უფრო გაიაფდება, რადგან 29-30 აგვისტოს გრადუსი დაბრუნებული ქეშბექის პროცენტის ტოლია. შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს. სურვილები ხდება- მთავარია, გჯეროდეს!
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს 2025-08-30 11:19:55 აშშ, რაკეტების შემდეგ კიევს MIM-104 Patriot-ს გადასცემს. აშშს ელჩი კი ამბობს რომ უკრაინამ მოსკოვს ტერიტორიის სიღრმეში უნდა დაარტყას ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |