21:21 - 04 Sep, 2025
2025-08-27 16:40:43, 222 ნახვა

კომენტარი/
ნატროშვილი პროკურატურაზე: - სწორედ ესაა საბოტაჟი - ქვეყნის მომავლის საბოტაჟი ხდება ამ ნაბიჯებით

სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი, ლევან ნატროშვილი „ფორმულას” ეთერში გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

ნატროშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ანაგარიშების დაყადაღების მოლოდინი რეპრესიული კანონის, FARA-ს ფარგლებში ჰქონდათ. თუმცა, პროკურატურის გააქტიურებას არ ელოდნენ.

„ქართული ოცნების” პროკურატურა აცხადებს, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები.

დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების”, „საფარის” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics