2025-08-27 17:46:19, 280 ნახვა
სამართალი/ რიჟვაძის ქურთუკიდან ამოღებული წერილობითი ჩანაწერის კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით წერილი მას ეკუთვნის
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატის, ლალი აფციაურის განცხადებით, კალიგრაფიული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის ქურთუკიდან ამოღებული წერილობითი ჩანაწერი ამ უკანასკნელს ეკუთვნის. ადვოკატის თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აღნიშნული დასკვნა მას რამდენიმე დღის წინ გადაეცა. სასამართლო პროცესზე აფციაური აპირებს შუამდგომლობით მიმართოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. „ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა, რომ ჩანაწერი ბატონმა რიჟვაძემ დაწერა, რაც მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღის წინ, მასალებთან ერთად, მტკიცებულებების გაცვლის დროს, ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნა გადმომცეს. თქვენ ამას ზაზუნას ეძახით, მაგრამ ეს ზაზუნა დაკეტილია, კარი დაკეტილია, მასში თავისუფალი ადგილი არ არის. მან ჩანთა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი იყო, სულ რამდენიმე წუთით დატოვა - ხელების დასაბანად შევიდა აბაზანაში, ამ ჩანთას იქ თან არ წაიღებდა, ალბათ დამეთანხმებით. თუ ეს შეიძლება იარაღის დაუდევრად შენახვად ჩაითვალოს, ამას საქმის არსებითი განხილვის დროს განვიხილავთ. მოვითხოვ საქმის შეწყვეტას. ბატონი რიჟვაძე ამ ეტაპამდე არ დაკითხულა. საქმეში არის დოკუმენტები, სადაც ნათქვამია, რომ მისი დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო“, - განაცხადა ადვოკატმა. გამოძიების თანახმად, რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსანდრე ახვლედიანის იარაღის გამოყენებით, რომელსაც ბრალი წაუყენეს 238-ე მუხლით - იარაღის გაუფრთხილებლობით შენახვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სხდომაზე ახვლედიანმა განაცხადა, რომ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას. რიჟვაძე ამჟამად მკურნალობას თურქეთში გადის.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს 2025-08-30 11:19:55 აშშ, რაკეტების შემდეგ კიევს MIM-104 Patriot-ს გადასცემს. აშშს ელჩი კი ამბობს რომ უკრაინამ მოსკოვს ტერიტორიის სიღრმეში უნდა დაარტყას ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |