2025-08-29 17:07:21, 472 ნახვა
ეკონომიკა/ ინფორმაციის და კომუნიკაციის, ვაჭრობის, გართობის და დასვენების სექტორები რომლებმაც წვლილი შეიტანეს 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდაში
საქსტატის ინფორმაციით, ივლისში 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ტრანსპორტის და დასაწყობების, ინფორმაცია და კომუნიკაციის, ხელოვნების, გართობა და დასვენების და ვაჭრობის სექტორებმა შეიტანეს. რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, სადაც გასულ თვეში კლების ტენდენცია დაფიქსირდა, სტატისტიკის ეროვნული სამსახური დამმუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის დარგებს გამოყოფს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პაატა შავიშვილმა დარგობრივ ჭრილში ზრდის და კლების მიზეზები განმარტა. „დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში კლების ტენდენციები ძირითადად დაკავშირებული იყო ლითონის ნაკეთობების შემცირებასთან. შემცირებულია ასევე ტანსაცმლის წარმოების მოცულობის მაჩვენებელიც. მშენებლობის სექტორში კლება, ძირითადად, დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობის შემცირებასთან. კერძოდ, შემცირებულია ხიდების და გვირაბების, გზების და ავტობანების, ასევე გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობა. რაც შეეხება სექტორებს, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა - ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდა, ძირითადად, დაკავშირებულია დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობების, ასევე საჰაერო, სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტის მომსახურების მოცულობის ზრდასთან; ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში ზრდას, ძირითადად, განაპირობებს კომპიუტერული დაპროგრამების, კონსულტირების და მათთან დაკავშირებული საქმიანობების მომსახურების მოცულობის ზრდა. ვაჭრობის სექტორში ზრდა, ძირითადად, განაპირობა მსუბუქი ავტომობილებით საცალო ვაჭრობამ. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 1.2%-ით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი. გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოს ნაწარმით და ფარმაცევტული საქონლით საცალო ვაჭრობის მაჩვენებლები. ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებში ზრდა კი, ძირითადად, დაკავშირებული იყო სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიების ორგანიზებასთან და შესაბამისი საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან“, - განმარტა პაატა შავიშვილმა. ცნობისთვის: 7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. უშუალოდ ივლისში კი - 6.5%-ით.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს 2025-08-30 11:19:55 აშშ, რაკეტების შემდეგ კიევს MIM-104 Patriot-ს გადასცემს. აშშს ელჩი კი ამბობს რომ უკრაინამ მოსკოვს ტერიტორიის სიღრმეში უნდა დაარტყას ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |