21:22 - 04 Sep, 2025
2025-08-29 18:31:32, 405 ნახვა

სამართალი/
შსს: ბათუმში 4-მა ადამიანმა 2 პირზე ჯგუფურად ფიზიკურად იძალადა, ისინი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ბათუმში 2008 წელს დაბადებული ნ.ვ., 2011 წელს დაბადებული უ.ჩ., 2009 წელს დაბადებული ს.კ. და 2008 წელს დაბადებული დ.გ., ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა –  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებს ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა 28 აგვისტოს, ბათუმში ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობა განახორციელეს ორი პირის მიმართ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დანაშაულის ამსახველი ვიდეო გუშინ, 28 აგვისტოს ფეისბუქზე ერთ-ერთმა მოქალაქემ, თამარ ბჟანია-პუშკინამ გაავრცელა.

შსს ამბობს, რომ დანაშაულში მონაწილე 4 პირი პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics