2025-08-29 18:34:42, 724 ნახვა
სამართალი/ აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის დასკნითი სასამართლო = ვინ რა თქვა პროცესზე
აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები თქვეს. დღესვე მხოლოდ ერთმა ბრალდებულმა, რეზო კიკნაძემ თქვა საბოლოო სიტყვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომა 3 სექტემბერს, 13:00 საათზე გადადო, რა დროსაც მოისმენს დარჩენილი ბრალდებულების საბოლოო სიტყვებს და შესაძლოა, გამოცხადდეს განაჩენიც. საქმეზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა. საქმეზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. 29 აგვისტოს სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა ონისე ცხადაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ. მან საუბარი დაიწყო ონისე ცხადაძის სიტყვებით, რომელიც ცხადაძემ მამის გარდაცვალების შემდეგ პირველ პროცესზე თქვა:
„აი, ეს ადამიანია დღეს საბრალდებო სკამზე და ამ ადამიანს ემუქრება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რომლისთვისაც სამშობლო და საკუთარი ქვეყანა არის უპირატესი, ვიდრე თავისი თავი”, – ამბობს ცუცქირიძე.
ონისე ცხადაძემ მოუწოდა მოსამართლეს, გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულის შესახებ იფიქროს. „ეს, რაც აქ ხდებოდა, მხოლოდ 11 პირს არ ეხება, ეს არის ფაქტი, როცა შეეხნენ ოჯახებს, მათ უკან დგანან კიდევ ადამიანები. მინდა დღეიდან, გადაწყვეტილების მიღებამდე ამაზე იფიქროთ“, - განაცხადა ონისე ცხადაძემ. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოცემა "პუბლიკის" ფოტო
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს 2025-08-30 11:19:55 აშშ, რაკეტების შემდეგ კიევს MIM-104 Patriot-ს გადასცემს. აშშს ელჩი კი ამბობს რომ უკრაინამ მოსკოვს ტერიტორიის სიღრმეში უნდა დაარტყას ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |